- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საუბრები ეროვნულ გალერეაში: „იაკობ ნიკოლაძე და ოგიუსტ როდენი"
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გრძელდება საგანმანათლებლო პროექტი - „საუბრები ეროვნულ გალერეაში".
პროექტის ფარგლებში, ყოველ შაბათს, ეროვნულ გალერეაში იმართება ლექციები მოზარდთა და უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის.
მომდევნო შეხვედრის თემაა: „იაკობ ნიკოლაძე და ოგიუსტ როდენი".
ლექციას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
შეხვედრის დრო: შაბათი, 10 ივლისი, 2021 | 13:00
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 711 027
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).
მონაწილეობა თავისუფალია.