- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საუბრები ეროვნულ გალერეაში: „დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში"
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროექტს - „საუბრები ეროვნულ გალერეაში".
პროგრამის ფარგლებში, ყოველ შაბათს, ეროვნულ გალერეაში გაიმართება ლექციები მოზარდთა და უფროსი ასაკის აუდიტორიისთვის.
მომდევნო შეხვედრა გაიმართება თემაზე: „დავით კაკაბაძე და ლადო გუდიაშვილი ეროვნული გალერეის ექსპოზიციაში".
ლექციას გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
შეხვედრის დრო: შაბათი, 26 ივნისი 2021 | 13:00
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 711 027
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).
მონაწილეობა თავისუფალია.