- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საუბრები ეროვნულ გალერეაში
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გთავაზობთ ახალ საგანმანათლებლო პროგრამას - „საუბრები ეროვნულ გალერეაში".
პროგრამის ფარგლებში, ეროვნული გალერეის საგამოფენო დარბაზებში ყოველ შაბათს გაიმართება ტურები მოზრდილთათვის.
პირველი შეხვედრა გაიმართება თემაზე: „ქართული მოდერნიზმი და ნიკო ფიროსმანაშვილი".
ტურს გაუძღვება ხელოვნებათმცოდნე მაკა ბეჟუაშვილი.
შეხვედრის დრო: შაბათი, 19 ივნისი 2021 | 13:00
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.
გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 711 027
მისამართი: თბილისი, ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი 9 აპრილის ბაღიდან).
მონაწილეობა თავისუფალია.