- განათლება
- ჩვენი პროგრამები
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ეროვნულ მუზეუმში
31 მაისი 2021
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ეროვნული მუზეუმის ინსტიტუციაში შემავალ ყველა მუზეუმში 10:00-დან 17:30 საათამდე ბავშვებისთვის შესვლა და შემეცნებით-საგანმანათლებლო ტურებზე დასწრება თავისუფალია.
მუზეუმები თბილისში
- სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი | შ. რუსთაველის გამზ. 3
- დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა | შ. რუსთაველის გამზ. 11
- იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა | სიონის ქ. 8
- გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი | კუს ტბის გზატკეცილი
მუზეუმები რეგიონებში
- სვანეთის მუზეუმი | მესტია, ა. იოსელიანის ქ. 7
- სიღნაღის მუზეუმი | სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი 8
- ბოლნისის მუზეუმი | ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა
- ვანის არქეოლოგიური მუზეუმი | ვანი, ოთარ ლორთქიფანიძის ქ. 32
- ძალისას მუზეუმ-ნაკრძალი | მცხეთის რაიონი, სოფელი ძალისა
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი | ახალციხე, რაბათის ციხე, პეტრე ხარისჭირაშვილის ქ. 1
- ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი | ფოთი, 26 მაისის ქ. 9
- დმანისის მუზეუმ-ნაკრძალი | დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი