1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

31 მაისი 2021
Share

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ეროვნული სასახლე და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ შემეცნებით-გასართობ აქტივობებს გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

პროგრამა

  • 12:00, 13:00 და 14:00 საათებზე გაიმართება ტურები ეთნოგრაფიული მუზეუმის ისტორიის შესახებ;
  • გამოიფინება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების აღსაზრდელების ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები;
  • მოეწყობა აუდიო-ვიზუალური მიმართულების ფოტოგამოფენა;
  • შემეცნებით პროგრამებს წარმოადგენენ ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულების სპეციალისტები, სამეცნიერო კუთხე და თბილისის ამერიკული კუთხე;
  • 15:00 საათზე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლები: მევიოლინეთა ანსამბლი ,,სიმი"- ხელმძღვანელი ლენა ცარციძე; ანსამბლი „საუნჯე“ - ხელმძღვანელი ლევან ქორიძე; ვოკალური (მოსამზადებელი) ჯგუფი - ხელმძღვანელი მანანა ბალამწარაშვილი. 

მისამართი: თბილისი, მერაბ ბერძენიშვილის 25 | კუს ტბის გზატკეცილი

ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია!

#ამოდიეთნოგრაფიულში