საბუკო მუზეუმში: ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე

10 თებერვალი 2020
Share

საბუკო გთავაზობთ მორიგ ვორქშოფს!

თებერვალში ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღე აღინიშნება. ჭარბტენიანი ტერიტორიები ბიომრავალფეროვნებისთვის მნიშვნელოვანი ჰაბიტატია - მსოფლიოს მცენარეთა და ცხოველთა სახეობების 40% აქ ცხოვრობს ან მრავლდება.

შაბათს, 22 თებერვალს, ვისაუბრებთ ჭარბტენიან ტერიტორიებსა და ფრინველებზე.
ვორქშოფი დატვირთული იქნება თამაშებითა და სხვა სახალისო აქტივობებით.

შემოგვიერთდი მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების გამოფენაზე, 11:00-დან 13:00 საათამდე.

პროგრამის ღირებულება: მონაწილე გადაიხდის მხოლოდ მუზეუმში შესასვლელი ბილეთის საფასურს.

*10 და მეტი ბავშვის მონაწილეობის შემთხვევაში, გთხოვთ, წინასწარ შეგვატყობინოთ: გვანცა ბრაგვაძე (საბუკო) - 598 00 88 39.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3