ჩინური ხელოვნება - ფაიფური

27 იანვარი 2020
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი წარმოგიდგენთ პროგრამას „ჩინური ხელოვნება - ფაიფური", რომელიც მომზადდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში მიმდინარე გამოფენის - „ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიფარგლებში და რომელიც ეძღვნება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილეს.

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ ექსპოზიციას, სადაც წარმოდგენილია ძველი ჩინეთის ხელოვნება ადრეული შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე. 

პროგრამის აუდიო-ვიზუალური მასალა მონაწილეებს გააცნობს ჩინეთის უძველეს ცივილიზაციას, ნაჩვენები იქნება ფილმი ფაიფურის დამზადების ტექნიკის შესახებ, ვისაუბრებთ ფაიფურის გამოგონებისა და განვითარების ისტორიაზე.

პროგრამა ითვალისწინებს მრავალფეროვან შემეცნებით აქტივობას, ჩატარდება კოსტიუმირებული ფოტოსესია.   

პროგრამა ჩატარდება: 2020 წლის 31 იანვრიდან
პროგრამის ხანგრძლივობა: 60 წუთი
მონაწილეთა ასაკი: 8-12 წელი
ჩატარების დრო: სამშაბათი და პარასკევი, 12:00 და 14:00 საათებზე
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი ჯგუფზე (მაქსიმალური რაოდენობა - 20 მონაწილე)
საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით ორშაბათი-პარასკევი, 12:00 დან 18:00 საათამდე ნომერზე 599 75 78 71

პროგრამის ავტორი - დალი გოგორიშვილი

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანმანათლებლო ცენტრი, შოთა რუსთაველის გამზ. 3