ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო!

12 დეკემბერი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ახალ საშობაო პროგრამას „ანგელოზთა გუნდი გალობს, ალილო!". 

პროგრამის მონაწილეები დაათვალიერებენ შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების საგანძურს, ისაუბრებენ თორმეტი საუფლო დღესასწაულის შესახებ, გაეცნობიან შობის თემაზე შექმნილ მუსიკალურ ქმნილებებსა და ქართული და დასავლეთ ევროპის ხელოვნების შედევრებს.

პროგრამა მოიცავს სხვადასხვა სახის შემეცნებით და სახალისო აქტივობას - მონაწილეები მოხატავენ თეფშებს, გაიმართება კარაოკე საშობაო და საახლწლო თემაზე, პროგრამის ბოლოს კი შემოგთავაზებთ კოსტიუმირებულ ფოტოსესიას.

პროგრამა განკუთვნილია: 6-10 წლის მოსწავლეებისათვის
ჩატარების დრო: 20 დეკემბრიდან 17 იანვრამდე, ყოველ პარასკევს 13:00 და 15:00 საათზე
პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი
პროგრამის ღირებულება: 60 ლარი (ჯგუფში 20 მონაწილემდე)
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია! გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599 75 78 71
პროგრამის ავტორი: დალი გოგორიშვილი
მისამართი  ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცე და საგანამათლებლო ცენტრის დარბაზი. შოთა რუსთაველის გამზ. 3