ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში

09 დეკემბერი 2019
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2019 წლის 10 დეკემბრიდან 2020 წლის 21 იანვრამდე გთავაზობთ საახალწლო პროგრამას „ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში".

პროგრამის ფარგლებში ბავშვები მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის თანხლებით გაეცნობიან ახალი წლის მიგებების უძველეს ქართულ ტრადიციებს:

  • როდის აღინიშნებოდა ახალი წელი ძველად საქართველოში
  • როგორ ხვდებოდნენ ახალ წელს საქართველოს მეფეები
  • როგორ ემზადებოდა ქართველი ხალხი ახალი წლის შესაგებად
  • როგორ მზადდება ჩიჩილაკი და მისი სიმბოლური დატვირთვა

პროგრამა გაფორმებულია მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით.

პროგრამას ერთვის პრაქტიკული მეცადინეობა - ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, რიტუალური პურების გამოძერწვა, საახალწლო ხონჩის მომზადება და სხვა.

პროგრამა განკუთვნილია: 6-13  წლის მოსწავლეთათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი
ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი
პროგრამის საფასური: ჯგუფი 10 მონაწილემდე - 60 ლარი; 20 მონაწილემდე - 120 ლარი

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
დაგვიკავშირდით: 574 44 04 84

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი