- განათლება
- ჩვენი პროგრამები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საახალწლო-საშობაო პროგრამები
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საახალწლო-საშობაო პროგრამები
23 დეკემბერი, 2014 - 19 იანვრი, 2015
ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი
პროგრამის ფარგლებში ბავშვები მრავალფეროვანი ვიზუალური მასალის თანხლებით გაეცნობიან ახალი წლის მიგებების უძველეს ქართულ ტრადიციებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის საახალწლო სუფრის სამზადისს, ახალ წელთან დაკავშირებულ სარიტუალო საგნებსა და მათ სიმბოლურ დანიშნულებას.
პროგრამას თან ერთვის პრაქტიკული მეცადინეობა - ჩიჩილაკის დამზადება და მორთვა, რიტუალური პურების გამოძერწვა, საახალწლო ხონჩის მომზადება და სხვ.
პროგრამა განკუთვნილია 6 -13 წლის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
დასაწყისი: 13:00 საათი
პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი
პროგრამა ჩატარდება: სამშაბათი-პარასკევი
პროგრამის ღირებულება: 5 ლარი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52; მობ: 599 60 41 12, 574 44 04 84, 595 54 6233.
მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #3.
საგანმანათლებლო - საშობაო პროგრამა „ალილო"
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი
პროგრამის მონაწილეები ხელოვნების მუზეუმში დაათვალიერებენ ხატებს, რომლებზედაც შობის სცენებია წარმოდგენილი. მათთან ერთად ვისაუბრებთ საუფლო დღესასწაულებსა და მათ მხატვრულ-იკონოგრაფიულ გამომსახველობით საშუალებებზე.
ბავშვები მოისმენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილ ქართულ საგალობლებს: საშობაოს, ალილოს, კირიალესას და სხვა.
პროგრამაში გამოყენებულია საშობაო თემასთან დაკავშირებული ვიზუალური მასალა, მრავალფეროვანი შემოქმედებითი და შემეცნებითი გასართობები.
მაყურებელს ვთავაზობთ ნინო ნემსვერიძის ანიმაციურ ჩანახატს "შობას". საგანმანათლებლო პროგრამის ბოლოს გაიმართება კოსტუმირებული ფოტოსესია.
პროგრამა განკუთვნილია 6 - 12 წლის მოსწავლეთათვის.
დასაწყისი: 13:00 საათი
პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი
პროგრამა ჩატარდება: სამშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ: 2 93 16 52, მობ: 599 75 78 71, 595 54 6233
მისამართი: ლ. გუდიაშვილის ქ. №1.
საშობაო პროგრამა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა
პროგრამის ფარგლებში ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა ქვეყნების საშობაო ტრადიციებს, საშობაო ნაძვისხის, ბარათების და მესაჩუქრეების ტრადიციის ისტორიას, საშობაო მორთულობის სიმბოლიკას ცნობილი ხელოვნების ნიმუშების მაგალითზე.
საინტერესო აუდიოვიზუალური მასალის გარდა პროგრამა ითვალისწინებს სახალისო პრაქტიკულ მეცადინეობას, თამაშებს (მისალოცი ბარათების შექმნა, შობის სცენის აწყობა).
პროგრამა განკუთვნილია 6 - 12 წლის მოსწავლეთათვის.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-15
დასაწყისი: 14:00 საათი
პროგრამის ხანგძლივობა: 60 წუთი
პროგრამა ჩატარდება: სამშაბათი-პარასკევი
პროგრამის ღირებულება: 2 ლარი
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!
ტელ. 2 15 73 00; მობ. 551 29 02 93, 593 910 472
მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი №11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღიდან).