საჯარო ლექცია ,,უძველესი თბილისი - არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები"

13 მარტი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს. 

2014 წლის 13 მარტს 15 საათზე მოხსენებას სახელწოდებით ,,უძველესი თბილისი - არქეოლოგიური კვლევა-ძიებების შედეგები", წაიკითხავს მიხეილ აბრამიშვილი, ეროვნული მუზეუმის კურატორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

ლექცია განკუთვნილია ზრდასრულთათვის.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.