საჯარო ლექცია ,,განძი ვანის ნაქალაქარიდან და საქართველო წელთაღრიცხვათა მიჯნაზე".

06 მარტი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.

2014 წლის 6 მარტს 15:00 საათზე მოხსენებას სახელწოდებით „განძი ვანის ნაქალაქარიდან და საქართველო წელთაღრიცხვათა მიჯნაზე" წაიკითხავს დიმიტრი ახვლედიანი, ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, პროფესორი.

2007 წელს ვანის ნაქალაქარზე გამოვლენილ იქნა განძი, რომლის შემადგენლობაში შედიოდა მაღალ მხატვრულ დონეზე შესრულებული ბრინჯაოსა და რკინის ნივთები - ჭრაქები, სადგარები, ჭურჭელი, კანდელაბრები და სხვ. გარდა ამისა რკინის შუბისპირები. განძის დაფლვა ძვ.წ. I ს.-ის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო - ძველი ვანის დანგრევის შემდეგ.

ნივთების ერთი ნაწილი გაწმენდილ იქნა ლოს-ანჟელესის გეტის მუზეუმში (აშშ), დანარჩენი - საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. კვლევის ამ ეტაპზე დადგინდა, რომ განძის შემადგენლობაში შემავალი ნივთები ზოგადად თარიღდებიან ძვ.წ. III-I სს.-ით და განეკუთვნებიან ელინისტური კულტურისათვის დამახასითებელ არტეფაქტებს. წელთაღრიცხვათა მიჯნაზე საქართველოს ტერიტორიაზე (დასავლეთ და აღმოსავლეთ) სწორედ ელინისტური კულტურის გავლენა დასტურდება, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებას ვანის განძი წარმოადგენს.

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში. დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული

მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.