ლეიდენი და ჰოლანდიური მხატვრობა

28 დეკემბერი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას მიძღვნილს გამოფენისადმი "ლეიდენი, ისტორიის ფურცლები".

აღნიშნული პროგრამა გაიმართება 2013 წლის 28 დეკემბრიდან 2014 წლის 23 თებერვლის ჩათვლით ყოველ შაბათ-კვირას.  პროგრამა ორსაფეხურიანია და მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს.

პროგრამის პირველ ნაწილში ბავშვები დაათვალიერებენ ექსპოზიციას;  ფოტოგამოფენის პროექტს საფუძვლად დაედო ჰოლანდიის ულამაზესი საუნივერსიტეტო ქალაქის - ლეიდენის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რომელსაც უკავშირდება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტის დაარსება. საინტერესო ისტორიის პარალელურად ბავშვები გაეცნობიან ჰოლანდიური მხატვრული სკოლის შედევრებს.

პროგრამის მეორე ნაწილში ბავშვები თავად გახდებიან ფოტოშემოქმედები და კოსტუმებისა და გრიმის გამოყენებით შეძლებენ დიდი ჰოლანდიელების შედევრები გააცოცხლონ საკუთარი ავტოპორტრეტებით. პროგრამის მონაწილეების მიერ გადაღებული ფოტოების კოლექცია აიტვირთება ეროვნული მუზეუმის Facebook-ის გვერდზე.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია 12-17 წლის მოზარდებს

მოსწავლეთა რაოდენობა ჯგუფში- 10

მეცადინეობის ხანგრძლივობა - 1 სთ.30 წთ

გაკვეთილის ფასი 2 ლარი

რეგისტრაცია მიმდინარეობს წინასწარი ჩაწერის საფუძველზე.

მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 2 15 73 00

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.