,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია”

21 მაისი 2013
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისი ისტორიის მუზეუმი 2013 წლის 21 მაისიდან წარმოგიდგენთ საგანამანათლებლო პროგრამას ,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია".

საგანმანათლებლო პროგრამა ,,საბავშვო წიგნის ილუსტრაცია" თან ერთვის ოლესია თავაძის ნამუშევრების გამოფენას ,,ოლესია თავაძის სამყარო", სადაც წარმოდგენილია მხატვრის ფერწერული, გრაფიკული ნამუშევრები, ხელნაკეთი თოჯინები, მინიატურული ნივთები, ეროვნული სამოსი და დეკორატიული ხელოვნების ნიმუშები.

საბავშვო წიგნის ილუსტრირება დღემდე ერთ-ერთ განსაკუთრებულ და საინტერესო სფეროდ რჩება ხელოვნებაში. პროექტი მოიაზრებს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის კონკრეტული ამბის შეთავაზებას და მის დასურათებას მას შემდეგ, რაც მონაწილეებს განუმარტავენ საბავშო წიგნის ილუსტრაციის სპეციფიკას, თუ როგორ უნდა ასახონ პერსონაჟის ხასიათი, როგორ შეაჩერონ არჩევანი ეპიზოდზე, როგორ ხდება გარეკანისა და ბოლო გვერდის ილუსტრირება.

გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა გრძელდება 2013 წლის 29 მაისის ჩათვლით.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ თბილისის ისტორიის მუზეუმს და გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია:  2 92 32 27

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზემი, სიონის ქუჩა 8.