- განათლება
- ჩვენი პროგრამები
ჩვენი პროგრამები
11 მაისი 2022
კრისტოფორო კასტელი და საქართველო
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემოქმედებით პროგრამას - „კრისტოფორო კასტელი და საქართველო". პროგრამა ხორციელდება ამავე სახელწოდების გამოფენის ფარგლებში, რომელიც ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.
24 მარტი 2022
ქართულ-უკრაინული ნაივი - საგანმანათლებლო პროგრამა
ეროვნული გალერეა გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "ქართული და უკრაინული ნაივი - ნიკო ფიროსმანი და მარია პრიმაჩენკო". პროგრამა ეძღვნება ნაივური ხელოვნების მნიშვნელოვან წარმომადგენლებს საქართველოსა და უკრაინაში. მუზეუმი ამ პროგრამით თანადგომას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს.
24 მარტი 2022
"Artკაფე" - საგანმანათლებლო პროგრამა
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "Artკაფე". პროგრამა ხორციელდება ეროვნულ გალერეაში მიმდინარე გამოფენის “ქართული მოდერნიზმი და თბილისური ავანგარდი (1910-1932)“ ფარგლებში.
16 მარტი 2022
საბუკო მუზეუმში: გაზაფხულის ფრინველები
19 მარტს, 14:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიმართება გაზაფხულის სეზონის პირველი შეხვედრა, რომელიც თემატურად, გაზაფხულის ფრინველებს დაეთმობა.
14 მარტი 2022
შეხვედრა როკო ირემაშვილთან
17 მარტს 16:00 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში როკო ირემაშვილის გამოფენის დახურვის დღეს გაიმართება შეხვედრა მხატვართან.
04 თებერვალი 2022
საბუკო მუზეუმში: ჭარბტენიანი ტერიტორიები
5 თებერვალს, 14:00 საათზე, „საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მორიგ საგანმანათლებლო პროგრამას.
14 იანვარი 2022
სოლიკო ვირსალაძე - ფერწერული ცეკვა
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დიდი ქართველი სცენოგრაფის, სოლიკო ვირსალაძის რეტროსპექტულ გამოფენასთან დაკავშირებით, გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამას "სოლიკო ვირსალაძე - ფერწერული ცეკვა".
03 იანვარი 2022
ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში
საქართველოს ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საახალწლო პროგრამას „ახალი წლის დღესასწაული ძველად საქართველოში".
13 დეკემბერი 2021
საბუკო მუზეუმში: ფრინველის საკვები
18 დეკემბერს, 14:00 საათზე, „საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ მორიგ საგანმანათლებლო პროგრამას.
03 ნოემბერი 2021
საბუკო მუზეუმში: შემეცნებით-გასართობი აქტივობების პროგრამა
„საბუკო“ და ეროვნული მუზეუმი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, თამაშებსა და შემოქმედებით აქტივობებს.
27 ოქტომბერი 2021
კედლის მხატვრობა პომპეიში, ვილები და მათი მორთულობა
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროგრამას - „კედლის მხატვრობა პომპეიში, ვილები და მათი მორთულობა".
19 ოქტომბერი 2021
საბუკო მუზეუმში: ფრინველების მიგრაცია
23 ოქტომბერს, 14:00 საათზე, "საბუკო" და ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას "ფრინველების მიგრაცია".