- განათლება
- საუბრები მუზეუმში
„მეხსიერება - სამყარო, ადამიანი და საზოგადოება"
03 თებერვალი 2015
„საუბრები მუზეუმში" გრძელდება!
2015 წლის 7 თებერვალს 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეგობართა საზოგადოება წარმოგიდგენთ ქართველი მეცნიერების გია დვალის, ზაზა კოკაიას და დავით ლორთქიფანიძის მორიგ ერთობლივ ლექციას სახელწოდებით „მეხსიერება - სამყარო, ადამიანი და საზოგადოება".
ლექციაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.
დასწრება თავისუფალია!
მისამართი: ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ.8.