HOMO FABER

10 ივლისი 2021 – 09 ნოემბერი 2021

გამოფენა „HOMO FABER", « ვინც ქმნის », იმ პირველ ქცევას ასახავს, რომელიც ადამიანის ევოლუციის ხაზზე არსებულ სახეობებს ახასიათებთ. პრეისტორიის მექადწოდებულ, დორდონას რეგიონის (საფრანგეთი) პრეისტორიის მუზეუმის დამთვალიერებელს საშუალება აქვს იხილოს აფრიკისა და საქართველოს უძველეს არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი უნიკალური და ორიგინალი არტეფაქტები, ანთროპოლოგიური და პალეონტოლოგიური ნამარხი ფორმები, რომელთა დიდმა ნაწილმა პირველად დატოვა ქვეყნის საზღვრები.

ადამიანის ხაზი 7 მილიონი წლის წინ გაჩნდა აფრიკაში. პირველი ქვის იარაღები 3.3 მილიონი წლითაა დათარიღებული და კენიაშია აღმოჩენილი. მათ შემქმნელებად დღეს ადამიანის გვარამდე (Homo) არსებული ავსტრალოპითეკები და პარანთროპები მოიაზრებიან. 2.6 მილიონი წლიდან კი აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის ტერიტორიებზე გახშირდა ახალი აღმოჩენები, რასაც არტეფაქტებისა და განამარხებული ფორმების მრავალფეროვნება მოჰყვა.

გამოფენის მთავარი მიზანი 2 მილიონი წლის განმავლობაში ქვის იარაღის დამზადების ტექნიკის განვითარებისა და ცვლილების ჩვენებაა. თუ პირველი ქვის არტეფაქტები უფრო „მარტივ" ფორმებთან და ანატკეცების მოპოვების ტექნიკასთან ასოცირდება, 1.7 მილიონი წლის შემდგომ ქვის ტექნიკაში ახალი, ორმხრივად დამუშავებული „ბიფასების" კულტურა ჩნდება. ქვის იარაღი უძველესი ადამიანის საქმიანობისა და კოგნიტური უნარების ახსნის საუკეთესო საშუალებაა. კვლევა აჩვენებს, რომ ჩვენი წინაპრები კარგად იცნობენ მათ გარშემო არსებულ ბუნებრივ პირობებსა და რესურსებს. იარაღის დასამზადებლად და გამოსაყენებლად ზუსტად ირჩევენ ნედლეულს, რომლის ფიზიკური მახასიათებლები (ფორმა, სიდიდე და მინერალოგიური შემადგენლობა) მათ მოთხოვნებს პასუხობდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი სულ პირველი, უძველესი ნიმუშებიდან (3.3 მლნ წელი) მოყოლებული ორმხრივად დამუშავებული იარაღის ჩათვლით (1.7 მლნ წელი), დამთვალიერებლის თვალწინ ცხადად ცოცხლდება ადამიანის შექმნის უნართან დაკავშირებული ცვლილება და მისი ახალი უნარებით შეძენილი სურათი: ნედლი მასალის შერჩევა და ტრანსპორტირება, მის ფორმასა და ზომებთან დაკავშირებული ტექნიკის ადაპტირება, ე.წ „მაგარი" (ქვა) და „რბილი" (ძვალი, რქა) ჩაქუჩების გამოყენება და სხვ.

დმანისი აფრიკის კონტინენტს გარეთ არსებული ერთ-ერთი უძველესი, 1.8-1.7 მილიონი წლით დათარიღებული ძეგლია, რომლის აღმოჩენამ გადატრიალება მოახდინა პრეისტორიაში. ძეგლზე აღმოჩენილი უმდიდრესი და კარგად შემონახული ანთროპოლოგიური, პალონტოლოგიური და არქეოლოგიური მასალით ის დღემდე ინარჩუნებს უნიკალური, პირველი ევრაზიელის სტატუსს. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული, დმანისში აღმოჩენილი ერთ-ერთი თავის ქალა და ყბა, ქვის იარაღი და განამარხებულ ცხოველთა კოლექცია.

გამოფენის „HOMO FABER: 2 MILLIONS D'ANNÉES D'HISTOIRE DE LA PIERRE TAILLÉE, DE L'AFRIQUE AUX PORTES DE L'EUROPE" ორგანიზატორები არიან: საფრანგეთის ნაციონალური მუზეუმების გაერთიანება - Grand-Palais, პრეისტორიის ნაციონალური მუზეუმი (Les Eyzies-de-Tayac), კენიის ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი.  

გამოფენის ხანგრძლივობა: 10 ივლისი - 29 ნოემბერი, 2021
მისამართი: პრეისტორიის ნაციონალური მუზეუმი, დორდონას რეგიონი, საფრანგეთი

Commissariat:
Jean-Jacques Cleyet-Merle, Conservateur général honoraire

Commissariat scientifique:
Jean-Philippe Brugal, Directeur de recherche au CNRS-INEE, UMR 7269 Laboratoire méditerranéen de Préhistoire, Europe-Afrique (LAMPEA) CNRS, Aix-Marseille Université, ministère de la Culture, Maison méditerranéenne des Sciences de l'Homme, Aix-en-Provence
Ana Mgeladze, Chargée de recherche au Muséum national de Géorgie, Professeur Free University of Tbilisi (Georgie)
Pierre-Jean Texier, Directeur de recherche émérite du CNRS, UMR 7269 Laboratoire méditerranéen de Préhistoire, Europe-Afrique (LAMPEA) CNRS, Aix-Marseille Université, ministère de la Culture, Maison méditerranéenne des Sciences de l'Homme, Aix-en-Provence

Directrice:
Nathalie Fourment, directrice du Musée national de Préhistoire, Conservatrice en chef du Patrimoine, docteur en préhistoire