პარიზი – მონპარნასი - თბილისი

26 ივნისი 2008 – 30 აგვისტო 2008

2008 წლის 26 ივნისს პარიზში, მონპარნასის მუზეუმში XX საუკუნის ცნობილი ქართველი მხატვრების გამოფენა გაიხსნა. 

გამოიფინა ელენე ახვლედიანის, ვერა ფაღავას, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ქეთევან მაღალაშვილისა და შალვა ქიქოძის ნამუშევრები. გამოფენა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ეწყობა.

მონპარნასის მუზეუმი საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კულტურული ცენტრია. ის როჟერ პიკისა და ჟან მარი დროტის მიერ რუსი მხატვრის მარია ვასილიევის ყოფილ სტუდიაში იქნა დაარსებული.

მარია ვასილიევის სტუდია სამხატვრო სალონი-კლუბი იყო, სადაც იმ ეპოქის ცნობილი მხატვრები მოღვაწეობდნენ (პაბლო პიკასო, ამადაო მოდელიანი და სხვ)

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფონდებიდან პარიზში 20 ნამუშევარი და 6 აფიშა გაიგზავნა.

ელენე ახვლედიანის - “პარიზის კუთხე”, “პარიზის ქუჩა”, “მუშათა უბანი პარიზში”, “პარიზის გარეუბანი”,  “ქალაქური პეიზაჟი”, “მონმარტი”,  “კაფე”, “ცეკვის დროს”, “შენობა პარიზში”,  “ნ. დორლიაკის პორტრეტი”, “პარიზის აკადემიაში”, “ზღაპარი”, “მილანი”.

ლადო გუდიაშვილის - “იდილია”

შალვა ქიქოძის - “ქალის პორტრეტი პეიზაჟის ფონზე” 

დავით კაკაბაძის - “დეკორატიული პეიზაჟი” 

ქეთევან მაღალაშვილის - “ე. ახვლედიანის პორტრეტი”