ანტიკური კოლხეთის აღმოჩენები სტოქჰოლმში

20 ოქტომბ. 2009 – 14 თებერვ. 2010

2010 წელს დანია ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნად იქნა არჩეული. ამ მოვლენასთან დაკავშირებით არაერთი კულტურული ღონისძიება გაიმართა, რომელთა შორის ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა 20 ნოემბერს, სტოკჰოლმის ხმელთაშუაზღვისა და წინააზიის კულტურების მუზეუმში გახსნილი გამოფენა "ანტიკური კოლეხთის აღმოჩენები", რომელიც 2010 წლის 14 თებერვლამდე გაგრძელდა. 

ხმელთაშუაზღვისა და წინააზიის კულტურების მუზეუმი მსოფლიოს იმ ინსტიტუციენს შორის ესთერთია, სადაც თავმოყრილია ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ანტიკური პერიოდის  იშვიათი არქეოლოგიური და ისტორიული არტეფაქტები. მუზეუმი სტოკჰოლმის ცენტრში 1905 წელს აიგო.

საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი იმ ტურნეს შესახებ, რომელშიც ვანის საგანძური იმყოფებოდა 2007-2009 წლების განმავლობაში. გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, საბერძნეთისა და ამერიკის წამყვან მუზეუმებში მიღწეული წარმოუდგენელი წარმატების შემდეგ, ამა წლის ოქტომბერში, აღნიშნული კოლექცია სამშობლოში დაბრუნდა. 

სწორედ ამ პროექტის ერთგვარი გაგრძელებაა სტოკჰოლმის ხმელთაშუაზღვისა და წინააზიის კულტურების მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივი ექსპოზიცია, რომელზეც შესავალში მოგახსენეთ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თუკი 2007-2009 წლის ტურნეში მხოლოდ ვანში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა მონაწილეობდა, ამჯერად პირველად საქართველოს საზღვრებს გარეთ, მთელი კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უნიკალური ნიმუშები აოცებს მილიონობით დამთვალიერებელს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ექსპონატები საქართველოს შემდეგი ტერიტორიებიდან: ნოქალაქევი, საირხე, ვანი, ურეკი, ქუთაისი, ციხისძირი, ცხინვალი, რაჭა, ჩოლოქო, ბრილი, ქვიშარი, ლეჩხუმი და სხვა.

ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, ბრინჯაოსა და დარკინის ქანდაკებები, იარაღები, საყოფაცხოვრებო და საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ნივთები, კერამიკის ჭურჭელი, მინის მძივები თუ სანელსაცხებლეები ძვ. წელთ აღრიცხვის მეთხუთმეტე საუკუნიდან ახალი წელთ აღრიცხვის პირველი-მეორე საუკუნეების ჩათვლით პერიოდს მოიცავს და არაჩვეულებრივად წარმოაჩენს თუ რა სიმაღლეზე იდგა კოლხთში ძვირფასი ლითონების დამუშავების ტექნიკა. 

განსაკუთრებით არის აღსანიშნავი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე XV-VII საუკუნეების გამნავლობაში აღმოჩენილი ბრიჯაოს უნიკალური ნივთები, რომელთა შესწავლის შემდეგ დამსახურებულად დამკვიდრდა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ტერმინი “კოლხური ბრინჯაოს კულტურა”. სწორედ ამ პერიოდის მასალა შეიძლება მივიჩნიოთ არგონავტების ცნობილი მითის ისტორიულ ფონად.

კოლხეთის მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე საბერძნეთთან და აქემენიდურ ირანთან მეტყველებს მრავალფეროვანი იმპორტული მასალაც, რომელიც კერამიკული ნაწარმის, მინის და ვერცხლის ჭურჭლითა თუ რელიგიური ხასიათის, ელინისტური ხანის ხელოვნების ნუმუშებითაა წარმოდგენილი.