ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა მინსკში

28 მაისი 2008 – 10 სექტემბ. 2008

2008 წლის 28 მაისს ქალაქ მინსკში, ბელორუსიის რესპუბლიკის ეროვნულ სამხატვრო მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. 

გამოფენაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული 24 ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

სპეციალურად გამოფენისთვის მომზადდა კატალოგი ,,ნიკო ფიროსმანი (1862-1918)“.

ორგანიზატორები: საქართველოს კუტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართელოს საელჩო ბელორუსიის რესპუბლიკაში და  ბელორუსიის ეროვნული ხელოვნების მუზეუმი.

 

გამოფენის სპონსორი გახლდათ „საქართველოს ბანკი“.