ანტიკური ვანის ოქროს სამარხები

16 ივლისი 2009 – 05 ოქტომბ. 2009

2009 წლის 16 ივლისს პოლ გეტის მუზეუმის გეტის ვილაში გაიხსნა გამოფენა "ანტიკური ვანის ოქროს სამარხები". გამოფენაზე ექსპონირებული იყო ვანის არქეოლოგიურ გათხრებზე აღმოჩენილი 140-ზე მეტიექსპონატი.

გამოფენა გახსნეს გეტის ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტმა ჯეიმს ვუდმა, საქართველოს ელჩმაამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში ბათუ ქუთელიამ და საქართველოს ეროვნულიმუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ.
გამოფენის გახსნას გეტის ვილასთვის უპრეცედენტო რაოდენობის ადამიანი (700 კაცი) ესწრებოდა.

გამოფენაზე ასევე ექსპონირებული იყო 2007 წელს აღმოჩენილი ბრინჯაოს სამი ჭრაქი და ერთი სასაკმევლე. ორჭრაქს საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციების მართვისა და რესტავრაცია-კონსერვაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო კალანდაძემ და ამერიკელმა მეცნიერებმა რესტავრაცია ჩაუტარეს.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ ნიუ იორკის ანტიკური სამყაროს კვლევის ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ვანის მუზეუმ-ნაკრძალი დასაქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. საორგანიზაციო საქმეებში დიდი დახმარება გასწია საქართველოს საკონსულომ ლოსანჟელესში.

გამოფენის გენერალური სპონსორი იყო პოლ გეტის მუზეუმი.

იხ. ვებ გვერდი: http://www.getty.edu/art/exhibitions/vani/