- გამოფენები
- ჩატარებული გამოფენები
ლეოპოლდ ძაძამიძე რეტროსპექტული გამოფენა 1922-1966
11 დეკემბერი 2022 – 20 დეკემბერი 2022
საქართველოს დამსახურებულ მხატვარ ლეოპოლდ ძაძამიძის 100 წლის საიუბილეო რეტროსპექტული გამოფენა გაიხსნება 2022 წლის 11 დეკემბერს 15 საათზე დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება საოჯახო კოლექციიდან მხატვრის 80-მდე სურათი, ასევე ნამუშევრები ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და ეროვნული გალერეის კოლექციებიდან.
ლეოპოლდ ძაძამიძე ქართული საბჭოთა მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა. სოციალისტურ რეალიზმსა და პოსტსტალინისტურ ფერწერაში ევროპულ მიმდინარეობათაგან მისაღები მხოლოდ იმპრესიონიზმი იყო. არაერთი ქართველი მხატვარი 1950/60-იან წლებში ქმნიდა იმპრესიონისტულ ნამუშევრებს; ლეოპოლდ ძაძამიძეც მათ შორისაა, ვინც იმპრესიონიზმი წამყვან მიმდინარეობად აირჩია. მან იმპრესიონიზმი თავის არტისტულ პოზიციადაც აქცია. ამ ფორმით მხატვარი ერთგვარად უკუაგდებდა საბჭოთა იდეოლოგიას.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეროვნული გალერეა და მხატვრის ოჯახი.