როლანდ შალამბერიძის გამოფენის დახურვა და მუსიკალური პერფორმანსი

01 სექტემბ. 2022 – 01 სექტემბ. 2022

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში მიმდინარე როლანდ შალამბერიძის რეტროსპექტული გამოფენა “UPPERGROUND”  1 სექტემბერს 19:00 საათზე, არტისტის ექსპერიმენტალური სიმებიანი კვარტეტის „WHITE OUT” მუსიკალური პერფორმანსით დასრულდება. აღსანიშნავია, რომ მუსიკალური ინსტრუმენტები თავად როლანდ შალამბერიძის მიერ არის შექმნილი და წარმოდგენილი იყო მის გამოფენაზე.