„მედეას ბურკა“ - ინსტალაცია-პერფორმანსი

16 აპრილი 2022 – 22 აპრილი 2022

ეროვნული გალერეა

ინსტალაცია-პერფორმანსი - „მედეას ბურკა“ - წარმოადგენს მედეას ახლებურ გააზრებას, რომელიც ეყრდნობა თანამედროვე, ბერძენი დრამატურგის ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონო პიესას. მედეა დევნილია, მისი ბურკა კი მის იდენტობას და ინდივიდუალობას ერწყმის.

ექსპოზიცია-პერფორმანსის მთავარი კონცეფცია მედეას და მედეას ბურკის სხვადასხვა სტიქიებით გააზრებას მოიცავს. მედეა როგორც სტიქია და სტიქიები (მიწა და წყალი) როგორც მედეას ბურკა, მისი იდენტობის და გაუცხოების ობიექტი-თავშესაფარი. მხილება და შურისძიება, როგორც ერთგვარი იარაღი/განაჩენი საკუთარ თავთან და მოცემულობასთან. დაბრუნება გარდაცვალებით.

ექსპოზიცია, რომელიც ოთხ სივრცეშია გაშლილი, ასევე პერფორმანსის ექსპოზიციური ნაწილია, რომელიც ერთგვარ ინფორმაციულ ატმოსფეროს ქმნის უამრავი კითხვით ტექსტის გააზრებისთვის. მაყურებელს ეძლევა საშუალება იხილოს ექსპოზიციის ნაწილი, მთელი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს საათებში შესაძლებელი იქნება მაყურებელი დაესწროს ამ საექსპოზიციო ინსტალაციაში გამართულ პერფორმანსს.

ექსპოზიცია-პერფორმანსი წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მედიუმით როგორებიცაა; პერფორმანსი, ინსტალაცია, ვიდეო ნამუშევარი, სკულპტურა, პიესა-საინტერპრეტაციო ტექსტი და მუსიკა.

რეჟისორი - იოანე (ვანო) ხუციშვილი
მხატვარი - შოთა ბაგალიშვილი
მუსიკალური გაფორმება - გიორგი ჯიქია
პერფორმერი - ენდი ძიძავა
თარგმანი - სოფიო შამანიდი

პერფორმანსის ხანგრძლივობა: 60 წუთი
ექსპოზიცია-პერფორმანსის ხანგრძლივობა: 16.04.2022 – 22.04.2022

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

ექსპოზიცია-პერფორმანსს „მედეას ბურკა“ წარადგენს შემოქმედებითი კავშირი „ვან ენდარტი“

პროექტის მხარდამჭერი: საქართველოს  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის  სამინისტრო, ქ. თბილისის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიაუნის თეატრი