„შავიდან თეთრამდე“ - მალხაზ დათუკიშვილის და ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების გამოფენა

18 მარტი 2022 – 25 მარტი 2022

თბილისის ისტორიის მუზეუმი

იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ მალხაზ დათუკიშვილის და ზაქარია გულისაშვილის ნამუშევრების გამოფენას „შავიდან თეთრამდე".

გამოფენა მოიცავს ფერწერისა და ქანდაკების ერთგვარ სიმბიოზს, ორიგინალურ ფორმას, რომელიც ამ ორი ხელოვანის განწყობასა და დღევანდელობის ცვალებად, გარდამავალ ასოციაციებს ქმნის. ემოციური ფორმების ამგვარი ერთიანობა თითქოს თანამედროვეობის მუდმივად შეცვლილი სახის ამოცნობის სურვილია, რაც საინტერესოა როგორც ცალ-ცალკე, ასევე თავისი მთლიანობით. ორი ხელოვანის ხედვა სხვადასხვაა და ამავე დროს, გადაკვეთის წერტილებსაც ვპოულობთ მათში.

პროექტის მიზანია მალხაზ დათუკიშვილის ფერწერული ტილოების და ზაქარია გულისაშვილის ქანდაკების წარდგენა საზოგადოებისათვის, რაც თავისთავად იწვევს ორი განსხვავებული ხელოვანის ნააზრევის ერთ სივრცეში შეცნობის სურვილს და დამთვალიერებლის ინტერესს.

გამოფენის გახსნა: 18 მარტი, 2022 | 17:00 
გამოფენის ხანგრძლივობა: 18-29.03.2022
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა). სიონის ქ. 8