ზაალ ბაჩანაშვილის ნამუშევრები გამოფენა - თეთრი წრე

22 მარტი 2022 – 12 აპრილი 2022

ეროვნული გალერეა

გამოფენაზე - თეთრი წრე წარმოდგენილია ე.წ. 80-იანელთა თაობის მხატვრის-ზაალ ბაჩანაშვილის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო. მან აბსტრაგირებული სამეტყველო ენით საკუთარი ხელწერა შექმნა, ხელწერა, რომელსაც საფუძვლად უდევს ორიგინალური კონცეფციით ნაკარნახევი კომპოზიციური მოდელი. ზაალ ბაჩანაშვილი თავისი ყველა კომპოზიციის ზედა ნაწილში თეთრ წრეს, უფრო ხშირად კი თეთრი წრის მცირე სეგმენტს გამოსახავს. თითოეული ნამუშევარი უკავშირდება ცხოვრებისეულ კონკრეტულ მოვლენას, რომლის არსი როგორც მიწიერისა და ყოფითისა, მხატვრის  რწმენით, ზეციურის თანაზიარია. მინიშნებები ნამუშევართა სათაურებშია...  სწორედ ზეციური ნათლის სიმბოლოებია თეთრი წრეები მის ტილოებზე. ზეციური ნათელი კომპოზიციის დამასრულებელი და, ამავდროულად, სურათის მოჩარჩოების საზღვრის გამრღვევია, ყველაფრის საფუძველი, მიზანი თუ არსი, როგორც იმედი და მარადისობა ...

კურატორი: მაკა ბეჟუაშვილი

გამოფენის გახსნა: 22.03.2022 | 16:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 22.03-12.04.2022

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის