ტატო ახალკაციშვილის სოლო შოუ - ექსცენტრული მოგზაური

18 დეკემბერი 2021 – 08 იანვარი 2022

ეროვნული გალერეა

ექსცენტრული მოგზაური - ეს არის მასშტაბური გამოფენა, რომელიც ფერწერის მედიუმის უახლესი ტენდენციების ცოდნისა და საავტორო ხედვის შთამბეჭდავი შედეგია. გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც მრავალფიგურიანი, მაგიური რეალიზმის ხასიათის მასშტაბური ნამუშევრები, ისე კონცეპტუალური ფერწერის ლაკონიური  ნიშან-სურათებისა და პეიზაჟის ორიგინალური ვერსიები. 

ტატო ახალკაციშვილის მხატვრობა გამორჩეულია მხატვრული ხარისხით, რომლითაც საერთაშორისო აღიარების მქონე ხელოვნება განისაზღვრება და ის საქართველოში მიმდინარე სახელოვნებო პროცესების მნიშვნელოვანი ნაწილია. ტატო ახალკაციშვილის მხატვრობა ექსცენტრული და მგრძნობიარეა, მისი წარმოსახვა -ფართო და მრავალფეროვანი. ექსპოზიცია რამდენიმე ნაწილისგან შედგება, სადაც სხვადასხვა მოტივებს ერთმანეთთან მოგზაურობის ცნების პოეტური და ფილოსოფიური გააზრების საფუძველზე აგებული ვიზუალური შესატყვისები აკავშირებს. სოლო შოუ ბოლო წლების ინტენსიური პროცესის ერთგვარი შეჯამებაა, სადაც აქცენტირებულია რამდენიმე საეტაპო  ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც რთული ფსიქო-ემოციური კონსტრუქციების მაღალმხატვრულ ეკვივალენტებს წარმოადგენენ და დამთვალიერებელს მნიშვნელოვანი გამოცდილების გაზიარებას სთავაზობენ.

კურატორი: ხათუნა ხაბულიანი
თანაკურატორი: ლანა ქარაია

ტატო ახალკაციშვილის სოლო გამოფენას კულტურის ცენტრი ATINATI წარადგენს.

გამოფენის ხანგრძლივობა: 18.12.2021 - 08.01.2022     

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის