TRIPTYCHOS - ლევან სონღულაშვილის გამოფენა

08 ოქტომბ. 2021 – 07 ნოემბერი 2021

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი გიწვევთ ხელოვან ლევან სონღულაშვილის მულტიმედიურ პერსონალურ გამოფენაზე - “Triptychos" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

გამოფენა აერთიანებს კედლის მხატვრობას, ინსტალაციებს, ფერწერასა და საუნდს. ექსპოზიცია იმერსიული ხასიათისაა და მუზეუმის სამ დარბაზს მოიცავს, რომელიც ტრიპტიქს ქმნის.

“Triptychos” სამი ნაწილისგან შემდგარი ნამუშევარია, რომელიც ხელოვანის ეგზისტენციალური მდგომარეობის და ფსიქოლოგიური ტრანსფორმაციის სამ გარდამტეხ ეტაპს ეხმიანება, რომელიც რეგენერაციისკენაა მიმართული. ფარული ნარატივით ავტორის პერსონალური გამოცდილება აბსტრაგირდება საყოველთაო ისტორიად, რომელიც დამთვალიერებლის პირად თავგადასავლად იქცევა.

კურატორი: ბაშაქ შენოვა
თანაკურატორი: ლელა წიწუაშვილი

გამოფენის გახსნა: 8 ოქტომბერი, 2021 | 19:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 8 ოქტომბერი - 7 ნოემბერი, 2021

9 ოქტომბერს, 17:00 საათზე გაიმართება შეხვედრა ხელოვანთან და კურატორთან. მოდერატორი ალექსანდრე ლორთქიფანიძე.
შეხვედრაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. *მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.
გამოფენის წარმდგენია Window Project-ი.