მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი

06 ივლისი 2020 – 12 სექტემბ. 2020

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და სახელოვნებო ორგანიზაცია Propaganda.network წარმოგიდგენთ გამოფენას „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი".

ერთი თვის განმავლობაში, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში პირველად იქნება გამოფენილი ქართველი მოდერნისტი მხატვრის, იოსებ გაბაშვილის (1908-1973) შემოქმედება, შეძლებისდაგვარად სრული სახით. გამოფენა გააერთიანებს ოთხი ათწლეულის განმავლობაში - 1920-იანი წლებიდან 1950-იანი წლების ჩათვლით, სხვადასხვა მედიაში შესრულებულ ავტორის 200-მდე ნამუშევარს: ფერწერა, გრაფიკა, წიგნის ილუსტრაცია, კინოსა და თეატრის მხატვრობა.

იოსებ გაბაშვილი მოდერნისტი მხატვრების მეორე თაობის წარმომადგენელია, რომელმაც გასაბჭოების პირველ პერიოდში - 1920-იან წლებში დაიწყო მუშაობა. 1910-იანი წლების თბილისური ავანგარდი ამ დროს ფაქტობრივად აღარ არსებობს. ხელოვანთა შემოქმედება ერთი მხრივ კონტროლირებადია, მეორე მხრივ კი თითქოს შენარჩუნებული აქვს თავისუფლება. ის რომ მალე «დუმილის პერიოდი» დაიწყება, უკვე 1920-იანი წლების მიწურულს გამოჩნდება. 1930-იანი წლები, განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი, ამ ტენდენციას მკაფიოდ დაადასტურებს.

გამოფენა „მოდერნიზმის ისტორიიდან: იოსებ გაბაშვილი" მიზნად ისახავს, მხატვრის, ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი, სახელოვნებო მემკვიდრეობის წარმოჩენას, მისი შემოქმედების მოდერნისტულ კონტექსტში შესწავლის ხელშეწყობას და ამდენად, თავად ქართული სახვითი მოდერნიზმის საზღვრების გაფართოების პროცესის დაწყებას.

ეროვნული გალერეის მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება წიგნი „იოსებ გაბაშვილი", რომელიც აერთიანებს მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების კვლევას, სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში დაცულ ნამუშევრებს და საარქივო მასალას, რომელთა დიდი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა.

გამოფენის კურატორი: ნანა ყიფიანი
თანაკურატორი: ლია ბაგრატიონი
ექსპოზიციის ავტორი: ლევან ჭოღოშვილი

პროექტის ფინანსური მხარდამჭერია: თბილისის მერია / Tbilisi City Hall და TBC - თიბისი.

გამოფენის გახსნა: 6 ივლისი | 19:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 6 ივლისი - 12 სექტემბერი, 2020

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

◆ რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის: https://bit.ly/37KzzH8

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge

◆ გალერეა ღიაა 10:00-დან 17:30 საათამდე, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით.
შესასვლელი ბილეთის საფასური:
მოზრდილი 12 ლარი; 5 ლარი 31 ივლისის ჩათვლით;
სტუდენტი, სკოლის მოსწავლე, პენსიონერი - 0.5 ლარი;
საჯარო სკოლებისა და ბაგა-ბაღების პედაგოგები - 1 ლარი;
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის თანამშრომლები - 1 ლარი
6 წლამდე ბავშვებისთვის ვიზიტი თავისუფალია

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge