გიორგი გუგუშვილის გამოფენა „კალიგრაფიული კომპოზიციები“

03 ივლისი 2020 – 12 სექტემბ. 2020

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი გუგუშვილის ნამუშევრების გამოფენას „კალიგრაფიული კომპოზიციები" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

გიორგი გუგუშვილის ნამუშევრები გამოირჩევა ლაკონურობით, ექსპრესიულობითა და მონუმენტალობით. ხელოვანი რეალობას მძაფრად და უკომპრომისოდ, პერიოდულად კი იმპერატიულადაც აღიქვამს.

გამოფენაზე წარმოდგენილი კალიგრაფიული კომპოზიციები ავტორის შემოქმედების სრულიად ახალი ეტაპია. სხვადასხვა მედიაში შესრულებულ 21 კომპოზიციაში ხელოვანის მონუმენტალური ხედვა დინამიურ და ექსპრესიულ ნაკადად გარდაიქმნება. კოლექციამ შესაძლოა იაპონური პოეზიის ლაკონური და დახვეწილი გამომსახველობაც მოგაგონოთ.

ხელოვნებათმცოდნე ქეთა გაბიანის შეფასებით - "გიორგი გუგუშვილის ნამუშევრებს აქვთ საგრძნობლად ძლიერი და მკვეთრად ინდივიდუალური გამომსახველობა, რაც ზოგიერთისთვის ძნელად აღსაქმელი და გაუგებარიც კი შეიძლება იყოს, მაგრამ მათთვის, ვისაც ამგვარი უკომპრომისო და ექსპრესიული ნამუშევრების ენა ესმის - ეს გამოფენა აღსავსე იქნება ახალი, დინამიური იმპულსებით, განსხვავებული ესთეტიკით და მრავალი სხვა სასიამოვნო აღმოჩენით".

გამოფენის გახსნა: 3 ივლისი, 2020 | 17:00 
გამოფენის ხანგრძლივობა: 3 ივლისი - 12 სექტემბერი, 2020
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11