წელიწადის დრონი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში

27 დეკემბერი 2007 – 30 დეკემბერი 2007

ხელოვნების მუზეუმი

2007 წლის 27 დეკემბერს საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ ელენე ახვლედიანის გამოფენას `წელიწადის დრონი".
ელენე ახვლედიანის შემოქმედება უაღრესად მრავალწახნაგა და მდიდარია. მისი ინდივიდუალური შემოქმედებითი ბუნება ყველაზე ნათლადგამოვლინდა პეიზაჟურ ფერწერაში.
საქართველოს ლანდშაფტების, თელავის, ქუთაისის,სიღნაღის - ძველი უბნების კოლორიტულიგადაწყვეტა, ფერის ნატიფი, უტყუარი შეგრძნება,შესრულების თავისუფალი ფერწერულობა, განათება ყოველთვის კონკრეტულიემოციური ჟღერადობის, მხატვრის განწყობის ამსახველია. მხატვრისათვისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია სურათის დეკორატიულ - ფერწერული ფასეულობა.

ელენე ახვლედიანი გადმოსცემს ბუნებას წელიწადის, დღის გარკვეულ შუალედში.მხატვარი წერდა: ` ... მე ყოველთვის ძალზე მძაფრად განვიცდი ბუნების ცვლილებებს. ერთი გაყვითლებული ფოთოლი, ტყვიისფერი ცა მე უკვე მიმღერის ნაღვლიან სიმღერას. შემოდგომისას კახეთის გზაზე ეს კაშკაშა წითლის, ყვითლის, ჟოლოსფერის, ოქრის,ლურჯის ..., მწვანის მთელი სიმფონიაა. უყურებ და ნათლად გესმის ბეთჰოვენი. მე,მაგალითად, როდესაც ამ პეიზაჟს ვუყურებდი, ვიყავი მთლიანად ბეთჰოვენის სონატისა(ფა მინორი. ოპუსი 57) და სკრიაბინის `ტრაგიკული პოემის~ ტყვეობაში. საზოგადოდ,მუსიკა ყველა სხვა ხელოვნებაზე მეტად მიყვარს, ჩემს ხელოვნებაზე მეტადაც კი~. ცნობილმა პიანისტმა ჰენრიხ ნეიჰაუზმა ელენე ახვლედიანის ფერწერის ხილვისასმხატვარს მიმართა : `თქვენი ფერწერა იწვევს ჩემში მუსიკალურ შეგრძნებებს ისევე,როგორც კარგი მუსიკა აღძრავს ხედვით სახეებს, ხანდახან ფილოსოფიურ აზრებსაც კი".