ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

28 სექტემბ. 2010 – 22 ოქტომბ. 2010

ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სეალჩო წარმოგიდგენთ გამოფენას "ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში".
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ჩინური ხელოვნების ნიმუშთა ისტორიულად დამხატვრულად ფასეული კოლექცია, რომლის სრული სახით ნახვის საშუალება, ფართო საზოგადოებას,ეძლევა პირველად.ჩინეთი მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთი ძველი კერაა.
განუზომელია ძველი ჩინეთის როლი ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებაში. ჩინეთი,როგორც აღმოსავლური ცივილიზაციის გამოკვეთილი ლიდერი, იქცა ხელოვნების ნორმების ერთგვარ კანონმდებლად არქიტექტურის, სახვითიდა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნებისუამრავ სფეროში. რისი დასტურიცაა ის უდიდესიკულტურული მემკვიდრეობა, რომელიც ძველი ჩინური ცივილიზაციისაგან ერგომსოფლიოს.
შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენაზე წარმოდგენილიიქნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური კოლექციის საუკეთესოექსპონატები: ბრინჯაოსა და კერამიკის ნაკეთობანი, აბრეშუმზე თუ ბრინჯის ქაღალდზეშესრულებული ფერწერის ნიმუშები, ჩინური ნაქარგობა, სპილოს ძვლის ფიგურები,ზარდახშები და დეკორატიული სამშვენისები, მარაოები, ხის, სხვადასხვა ძვირფასი დანახევრადძვირფასი ქვების მხატვრული დამუშავებით შექმნილი მინიატიურულიქანდაკებები, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუდისტური მცირე პლასტიკა და სხვა.
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ჩინური ხელოვნების ნიმუშთა კოლექციასაშუალებას იძლევა თვალი გავადევნოთ ჩინური ხელოვნების განვითარების გზასადრეული შუა საუკუნეებიდან თანამედროვეობამდე. იმავდროულად, ხელოვნებისნიმუშთა დარგობრივი მრავალფეროვნება შესაძლებლობას იძლევა განისაზღვროსჩინური ხელოვნების მკვეთრად ინდივიდუალური ხასიათი და განსაკუთრებითშთამბეჭდავი მხატვრული ესთეტიკა.