კედლის ობიექტი - მასალა თიხა

05 ოქტომბ. 2016 – 26 ოქტომბ. 2016

ეროვნული გალერეა

2016 წლის 5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ თანამედროვე ქართველ კერამიკოსთა გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით „კედლის ობიექტი - მასალა თიხა". 

გამოფენაში მონაწილეობენ ლია ბაგრატიონი, ნატო ერისთავი, ოთარ ვეფხვაძე, ალექსანდრე კაკაბაძე, გიგიშა პაჭკორია, მერაბ გუგუნაშვილი, მალხაზ შველიძე და გამოფენის კონცეფციის ავტორი და კურატორი ლალი ქუთათელაძე.

პროექტის კონცეფცია შემდეგია: თიხა, როგორც სასაუბრო ენა, კომუნიკაციის საშუალება. თიხის ობიექტი კედელზე და არანაირი მინიშნება კერამიკის ტრადიციულ ფორმებზე - იმაზე, რასაც მნახველი კერამიკისგან ელის.

გამოფენა „კედლის ობიექტი - მასალა თიხა" 2016 წლის 26 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11