ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების განახლებული ექსპოზიცია

08 ივლისი 2016 – 29 ივლისი 2016

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების განახლებულ ექსპოზიციას.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული  ნამუშევრები საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან.

დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს დიმიტრი შევარდნაძის, იაკობ ნიკოლაძის, ელენე ახვლედიანის, შალვა ამირანაშვილის, ნატა ვაჩნაძის, სოლიკო ვირსალაძისა და სხვა ქართული სახელოვნებო და მეცნიერული ელიტის არაერთი წარმომადგენლის პორტრეტს. ქეთევან მაღალაშვილის როლი მნიშვნელოვანია, როგორც ქართული პორტრეტული ხელოვნების, ასევე, მთლიანად ახალი დროის ქართული კულტურის ჩამოყალიბებაში.

ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრების გამოფენა 2016 წლის 29 აგვისტომდე გაგრძელდება.  

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11.