რუსთაველ მხატვართა გამოფენა

10 მაისი 2016 – 15 მაისი 2016

ხელოვნების მუზეუმი

2016 წლის 10 მაისს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ რუსთავის მხატვართა გაერთიანება „გამა"-ს ჯგუფური გამოფენის გახსნაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება რუსთაველი მხატვრების მიერ შესრულებული 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ტილო, თექის, კერამიკისა და მინანქრის ნამუშევრები.   

ქალაქ რუსთავის მხატვართა გაერთიანება „გამა" 40 მხატვარს აერთიანებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია მონაწილეობენ სხვადასხვა სახის სიმპოზიუმებში, პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენებში. მათი უმეტესობა ასწავლის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. მხატვრების ინიციატივით პერიოდულად ეწყობა გაცვლითი ექსპოზიციები საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში.

გამოფენა 2016 წლის 15 მაისამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.