დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილისა და მხატვარ ბუდუ სირბილაძის ერთობლივი გამოფენა

20 იანვარი 2016 – 05 თებერვ. 2016

ხელოვნების მუზეუმი

2016 წლის 20 იანვრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილისა და მხატვარ ბუდუ სირბილაძის ერთობლივ გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის მიერ შესრულებული მსოფლიოს წმინდანთა ამსახველი 29 ესკიზი და ბუდუ სირბილაძის მიერ შესრულებული 37 საერო ნამუშევარი. მათ შორისაა პორტრეტები, პეიზაჟები, ფერწერული კომპოზიციები.

აღნიშნული ექსპოზიცია წარმოადგენს ბუდუ სირბილაძისა და დეკანოზ ალექსანდრე ჩახვაშვილის პირველ ერთობლივ გამოფენას.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. 1.