- გამოფენები
- ჩატარებული გამოფენები
,,რაც ვნახე საქართველოში – ოცი წელი ქართულ-კავკასიურ სამყაროსთან 1995 - 2015“
10 დეკემბერი 2015 – 05 იანვარი 2016
2015 წლის 10 დეკემბერს 18:30 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ჰიროტაკე მაედას ფოტოპროექტს სახელწოდებით ,,რაც ვნახე საქართველოში - ოცი წელი ქართულ-კავკასიურ სამყაროსთან 1995 - 2015".
ჰიროტაკე მაედა პროფესიით ფილოლოგი და ქართველოლოგია, ამავდროულად ავტორი საქართველოსთან, მის ისტორიასთან და კულტურასთან დაახლოებული მოყვარული იაპონელი ფოტოხელოვანია. აღნიშნული პროექტით იგი ქართულ სინამდვილესთან, ისტორიასთან მჭიდრო ურთიერთობას გადმოსცემს. ის, 20 წლის მანძილზე, აქტიურად ქმნიდა ფოტონამუშევრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. მისი ფოტოები ასახავს ყველაფერს, რაც ეროვნული ხაისიათის მატარებელია და რაც ქართულ კულტურას ქმნიდა საუკუნეების მანძილზე.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი, უკვე წლებია რაც მსგავსი პროექტების მხარდაჭერით ცდილობს ხელი შეუწყოს კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებას საქართველოსა და იაპონიას შორის.
გამოფენა 2016 წლის 5 იანვრამდე გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა 8.