უკრაინელი ხელოვანების გამოფენა „ნენკა“

18 სექტემბ. 2015 – 25 სექტემბ. 2015

ხელოვნების მუზეუმი

2015 წლის 18 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ უკრაინის კულტურისა და ხელოვნების ხელშეწყობის ფონდის, უკრაინული ორგანიზაცია MODERN UA-სა და თანამედროვე ხელოვნების რეგიონული ცენტრის - არტ ვილა „გარიყულას" ერთობლივი გამოფენის გახსნაზე.

გამოფენა სახელწოდებით „ნენკა"  ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის - ფესტინოვას მე-7 გამოშვების ფარგლებშია მომზადებული.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოთხი უკრაინელი ხელოვანის მიერ შესრულებული სამი სერია:

მოხალისეები

ანდრეი კონტლიარჩუკმა მოხალისეების ფოტოპორტრეტები საომარი მოქმედების ზონაში გადაიღო და მუშაობის კვალდაკვალ, მათთან საუბრები ჩაიწერა. ყოველ პორტრეტს თან ახლავს ნაწყვეტი კონკრეტული მოხალისის მონათხრობიდან - იქნება ეს მოგონება, სურვილი თუ ომის მიმართ დამოკიდებულება.

მუსიკა საზღვრებს გარეშე

ახალგაზრდა უკრაინელი არტისტი, ლიდია ბორისენკო ამ პროექტს ათი წლის განმავლობაში ქმნიდა. შუა საუკუნეების მუსიკის სანოტო ჩანაწერები TEXTAIL ტექნიკის გამოყენებით, ხელნაკეთ ქაღალდზეა გადატანილი, რაც მათ უნიკალურობას განაპირობებს.

კიდობანი გებდომეროსი

ანტონ ლოგოვისა და ანდრეი დუდჩენკოს 22 ფერწერა, მიძღვნილია კაზიმირ მალევიჩის „შავი კვადრატის" ასი წლისთავისადმი. ავტორთა ფერწერული ნამუშევრები კონცეპტუალური პროექტის - კიდობან გებდომეროსის ნაწილია, რომელიც ხელოვნების მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიციის პარალელურად, არტ-ვილა გარიყულაში იქნება ინსტალირებული.

გამოფენა 2015 წლის 25 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.