- გამოფენები
- ჩატარებული გამოფენები
ქეთევან გორდეზიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა
04 ივლისი 2015 – 02 აგვისტო 2015
2015 წლის 4 ივლისს 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ ქეთევან გორდეზიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნაზე.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა ტექნიკაში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც ინდივიდუალური მხატვრული მანერით გამოირჩევიან. თითოეულ მათგანში ჩანს ავტორის გრძნობები, ემოციები, მუდმივი ძიების პროცესი სიახლისადმი.
ქეთევან გორდეზიანმა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტის ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტი დაამთავრა. დღეს ის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სამოქალაქო არქიტექტურის მაგისტრია.
მხატვარს მონაწილოება აქვს მიღებული სხვადასხვა გამოფენებსა და კონკურსებში.
გამოფენა 2015 წლის 2 აგვისტომდე გაგრძელდება.
მისამართი: სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.