გერჰარდ რიხტერი

19 აპრილი 2007 – 19 მაისი 2007

თბილისის ისტორიის მუზეუმი

2007 წლის 19 აპრილს 18:00 საათზე თბილისის გოეთეს ინსტიტუტი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოადგენენ უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (იფა) გამოფენას „გერჰარდ რიხტერი. მიმოხილვა გერჰარდ რიხტერ. Übersicht".

საერთაშორისო სარბიელზე გერჰარდ რიხტერი, ზიგმარ პოლკე და გეორგ ბაზელიცი თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი სამი გერმანელი ხელოვანია. იფა-ს ეს მონოგრაფიული გამოფენა მოიცავს 27 ნამუშევარს, რომლებიც თავად ავტორის მიერ არის შერჩეული და წარმოადგენს რიხტერის შემოქმედების მცირე რეტროსპექტივას, რადგან იგი მისი შემოქმედების თითქმის ყველა პერიოდს მოიცავს, დაწყებული 60-იანი წწ. ფოტომხატვრობით და დამთავრებული 80 და 90-იანი წწ. აბსტრაქტული ფერწერით.

უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტის (იფა) გამოფენაში „მიმოხილვა" წარმოდგენილია გერჰარდ რიხტერის დამოკიდებულება თანადროულობასთან - ამ თემამ უმაღლესი განვითარება ჰპოვა რიხტერის ცნობილ ციკლში

„1977 წლის 18 ოქტომბერი", რომელიც შტამჰაიმის საპატიმროში RAF-ის მსჯავრდებული წევრების სიკვდილს ეხება. იგივე თემა მეორდება მის მიერ 1999 წელს ბერლინის რაიხსტაგში ბუნდესტაგის გასაფორმებლად შექმნილ ნამუშევარში „შავი-თეთრი-ოქრო".

მისამართი:  გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი სიონის . #8.