მანანა თუმანიშვილის ნამუშევრების გამოფენა

09 დეკემბერი 2014 – 19 იანვარი 2015

ხელოვნების მუზეუმი

2014 წლის 9 დეკემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ მხატვარ მანანა თუმანიშვილის ნამუშევრების გამოფენის გახსნაზე.

მანანა თუმანიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის გრაფიკის ფაკულტეტი, 1966-2010 წლებში კითხულობდა ხელოვნების ისტორიის კურსს სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, პარალელურად ასწავლიდა აკვარელს გამოყენებითი ხელოვნების და არქიტექტურის ფაკულტეტებზე. ავტორი აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. მანანა თუმანიშვილის ნამუშევრები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ქუთაისის ხელოვნების მუზეუმში, აგრეთვე სხვადასხვა კერძო კოლექციებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ავტორის პირველი პერსონალური გამოფენა 1997 წელს გაიმართა, პირველი პერსონალური გამოფენა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი 2001 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. 1997 წელს მისი ნამუშევარი ,,ნისლიანი მთები" წლის საუკეთესო ნამუშევრად იქნა აღიარებული.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის მიერ აკვარელში შესრულებული სამოცამდე ნამუშევარი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ავტორის ნამუშევრების საიუბილეო კატალოგი, რომლის პრეზენტაციაც შედგება გამოფენის გახსნაზე.

გამოფენა გაგრძელდება 2015 წლის 12 იანვრამდე.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა 1.

<iframe width="420" height="315" src="//www.youtube.com/embed/BsYB5B9s5to" frameborder="0" allowfullscreen></iframe>