კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენა

22 ოქტომბ. 2014 – 16 ნოემბერი 2014

ეროვნული გალერეა

2014 წლის 22 ოქტომბერს 16:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ კრისტიან როზეს ფოტონამუშევრების გამოფენაზე.

კრისტიან როზე უკვე 50 წელია, ჯაზისა და ფოტოგრაფიის სფეროში მოღვაწეობს. ფრანგულ ჯაზ-ჟურნალში მუშაობა 19 წლის ასაკში დაიწყო, მისი პოპულარულობა  საფრანგეთს მალე გასცდა; თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ გამოცემებთან, როგორიცაა:  Le Monde, Liberation, L'Express, Le Nouvel Observateur, ასევე მუსიკალურ პრესასთან:  Guitare Mag, Keybords Mag, Batteur Mag, MUZIQ და სხვ. გარდა ამისა, კრისტიან როზე  არის შემდეგი წიგნების ავტორი: Instants de Jazz, Jazz Meetings, Zappa in France, Black  & Soul და Guitare 160 Portraits de Légende.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კრისტიან როზეს მიერ შექმნილი ჯაზის შემსრულებელთა პორტრეტები. დამთვალიერებელს საშუალება ექნება გაეცნოს ცნობილი ფრანგი ფოტოგრაფის მიერ სხვადასხვა წლებში აღბეჭდილ მრავალფეროვან და საინტერესო მუსიკალურ სამყაროს.

გამოფენა იმართება თბილისის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში და  16 ნოემბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის მხარდამჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ქრისტიან როზეს გამოფენა თბილისში წარმოადგენს ხელოვნებათმცოდნეების ნინო მეტრეველისა (თბილისი) და შალვა ხახანაშვილის (პარიზი) ერთობლივ საკურატორო ნამუშევარს.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).