საქართველო ჩემს ფიქრებში

16 ოქტომბ. 2014 – 24 ოქტომბ. 2014

ხელოვნების მუზეუმი

16 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ ფოტოგრაფ მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრების გამოფენაზე.

21 წლის ასაკში მალხაზ დათიკაშვილი გახდა მოსკოვში არსებული საბჭოთა მთავრობის ფოტო სააგენტოს ყველაზე ახალგაზრდა ფოტოგრაფი. 1991 წლიდან ფოტოგრაფი მოღვაწეობს ნიუ-იორკში. იგი უმსხვილესი, ყოველკვირეული ებრაულ-ამერიკული გამოცემის ფოტოგრაფია. მუშაობს ისეთ მსოფლიო დონის ღონისძიებებზე, როგორიცაა ოლიმპიური თამაშები, სხვადასხვა კულტურული და პოლიტიკური სამიტები და ა.შ.

ამერიკელ ებრაელთა პრესის ასოციაციამ იგი სამჯერ დაასახელა წლის საუკეთესო ფოტოგრაფად. ავტორს გამოქვეყნებული აქვს თავისი ნამუშევრების 11 წიგნი.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 42 ნამუშევარი. დამთვალიერებელს საშუალება ექნება მალხაზ დათიკაშვილის ნამუშევრები ხელოვნების მუზეუმში 24 ოქტომბრამდე დაათვალიეროს.

გამოფენა ეძღვნება ქართველთა და ებრაელთა 26 საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო წელს.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქუჩა 1.