ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე

29 დეკემბერი 2011 – 16 მაისი 2011

ხელოვნების მუზეუმი

2011 წლის 29 დეკემბერს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით “ნაქარგობისა და ქსოვილების ახალი სიცოცხლე”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ნაქარგობა და ქსოვილები, რომელთაც ეროვნული მუზეუმის ორი თაობის შრომისა და ღვაწლის შედეგად დაუბრუნდათ ხელმეორე სიცოცხლე. აღნიშნული ექსპონატები ნაკლებადაა ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის.

გამოფენაზე აგრეთვე, წარმოდგენილი იქნება რესტავრაციის პროცესის ამსახველი ფოტომასალა რაც, დამთვალიერებლებს საშუალებას მისცემს დააკვირდენ რესტავრაციის ურთულეს პროცესს.

ქართული მხატვრული ნაქარგობა შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი უძველესი დარგია. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ნაქარგობისა და ქსოვილების ფონდში დაცულია ეროვნული თავისებურებებით გაჯერებული მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშები, რომელთაც გამორჩეული ადგილი უკავიათ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქართველი ერის კულტურულ მემკვიდრეობაში.

ხელოვნების მუზეუმში დაცული ნაქარგობის ერთი ნაწილი _ საეკლესიო ნაქარგობის ნიმუშები, ფართო საზოგადოების წინაშე 2007 წელს გამოფენაზე “ქართული ნაქარგობა” იქნა წარმოდგენილი, ხოლო მეორე ნაწილი საერო ნაქარგობა 2010 წელს გამართულ გამოფენაზე, “ძველი და ახალი ნაქარგობა”. 

გამოფენის მხარდამჭერია “სამოსელი პიორველი”.

გამოფენა 2012 წლის 5 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1.