საქართველოთი მონუსხული

29 ოქტომბ. 2011 – 15 მაისი 2012

სიღნაღის მუზეუმი

2011 წლის 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის მუზეუმში გიწვევთ გამოფენის “საქართველოთი მონუსხული” გახსნაზე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ჯონ უერდმანის (ამერიკა), ილია იაჩენკოსა (რუსეთი) და ივან კუგაჩის (უკრაინა) 60-მდე რეალისტურ-იმპრესიონისტული ფერწერული ნამუშევარი _ პეიზაჯი, პორტრეტი, ნატურმორტი.

გამოფენა სანახაობრივად საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგან დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა ნახოს სამი სხვადასხვა ეროვნების ხელოვანის თვალით დანახული საქართველო. 

გამოფენის გახსნას დაეწრებიან ჯონ უერდმანი და ილია იაჩენკო.

ექსპოზიცია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმში 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

მისამართი: ქ. სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი #8.