სასრული უსასრულოში - უსასრულო სასრულში

13 თებერვ. 2014 – 22 თებერვ. 2014

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი 14 თებერვალს 17:00 საათზე წარმოგიდგენთ მაკა სიამაშვილის გამოფენას სახელწოდებით ,,სასრული უსასრულოში -უსასრულო სასრულში”.

ავტორი ამ გამოფენით დროსთან მის დამოკიდებულებას აღწერს და დამთვალიერებელს წარუდგენს მხატვრული მეტაფორებით გაჯერებულ ფერწერას, რომელიც მის მიერ აღქმული რეალობის ანარეკლია. მხატვრის შთაბეჭდილებები და მეხსიერებაში ჩარჩენილი ხილვები მის შემოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება და ერთი რეალობიდან მეორეში გადადისმის ნახატებზე სასრული მარადისობაში გადადის და პირიქით - მარადიულობა მოცემულ სიცოცხლეში ირეკლება.

,,სასრული უსასრულოში-უსასრულო სასრულშიმაკა სიამაშვილის პირველი გამოფენაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ავტორის 30 ფერწერული ნამუშევარი.

გამოფენა 22 თებერვლამდე გაგრძელდება.

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი, სიონის ქუჩა 8.