პიკასო საქართველოში

30 ივნისი 2009 – 01 აგვისტო 2009

ხელოვნების მუზეუმი

2009 წელი პიკასოს წლად მიიჩნევა და მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებში ამ გენიალური მხატვრის გამოფენების მოწყობა იგეგმება. საქართველოში პიკასოს ნამუშევრები 30 მაისიდან 6სექტემბრამდე იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საფრანგეთის იონისმხარის გენერალური საბჭო. გამოფენის პარტნიორები არიან საქართველოს კულტურის, ძელთა დაცვისა სპორტის სამინისტრო, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ბანკი რესპუბლიკა და კახეთის სამხარეო ადმინისტრაცია.
გამოფენა საქართველოს სამ ქალაქში - სიღნაღში,თბილისსა და ბათუმში იქნება წარმოდგენილი:სიღნაღში ნამუშევრები გამოიფინება სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში 30 მაისიდან 23ივნისამდე. თბილისში - შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 28 ივნისიდან 2 აგვისტომდე. ბათუმში - აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში 8 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე.
გამოიფინება საფრანგეთის იონის მხარის ქ. ვეზელეს ზერვოსის მუზეუმის კოლექციებში დაცული პიკასოს 40 ნამუშევარი.