ახალგაზრდა მხატვართა გამოფენა

02 ოქტომბ. 2013 – 05 ოქტომბ. 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 2 ოქტომბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი გიწვევთ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა გამოფენაზე.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ იქნება მხატვრების მიერ შესრულებული ცნობილ ქართველ ადამიანთა პორტრეტები, მათ შორის: ჭაბუა ამირეჯიბის, რეზო ჩხეიძის, კახი კავსაძის, გურამ დოჩანაშვილის, ვაჟა აზარაშვილის, ზურა ყიფშიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ელგუჯა ბურდულის, ზურაბ წერეთლის, ომარ მხეიძის, ჯემალ კუხალაშვილის, გივი თოიძის, პაატა ბურჭულაძის, ამირან შალიკაშვილის, ნინო ანანიაშვილის და სხვ.   გამოფენის ფარგლებში გაიმართება სალომე გონაშვილის ფილმის ,,ხელოვნების ენა" ჩვენება.

გამოფენა გაგრძელდება 5 ოქტომბრამდე.

მისამართი:  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.