Punctum Contra Punctum II

01 სექტემბ. 2013 – 15 სექტემბ. 2013

ეროვნული გალერეა

2013 წლის 1 სექტემბერს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული  მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში წარმოგიდგენთ ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ,,Punctum Contra Punctum II".

პროექტი ,,Punctum Contra Punctum II" წარმოადგენს იმ წინააღმდეგობრივი კონტექსტების რეპრეზენტაციას, რომელსაც დასავლეთ-ევროპელი, ამერიკელი, ლათინო ამერიკელი თუ ქართველი ხელოვანები სთავაზობენ დამთვალიერებელს, თანაც მრავალფეროვანი და განსხვავებული მედიატექნოლოგიების დახმარებით, იქნება ეს ფერწერა, ქანდაკება, ფოტოგრაფია,  შუქით მხავტვრობა, ვიდეო არტი, ფოტო კოლაჟი, თუ მულტიმედია.

,,Punctum Contra Punctum" -ის მიზანი ქართული მედია-არტის და ზოგადად სახვითი ხელოვნების დიაპაზონის გაფართოება და მისი მსოფლიო სახელოვნებო სივრცეში დამკვიდრებაა.  პროექტი გზას უხსნის უცხოელ და ქართველ პროფესიონალებს შორის თანამშრომლური უთიერთობების ჩამოყალიბება-განვითარებას.

ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტურები, მოგზაურობა საქართველოს რამდენიმე რეგიონში, ისტორიული და არქიტექტურული ძეგლების დათვალიერება, ვორკშოპები, შეხვედრები და ვიზიტები მხატვართა ატელიეებში.

გამოფენი ორგანიზატორები არიან კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში და ,,არტ კონტაქტ თბილისი".

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

პროექტის დირექტორი: მაკა რაზმაძე.

პროექტის კურატორი: რიჩარდ ტუკი. ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების (MOMA)  მუზეუმის ექსპერტი.  

გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის 15 სექტემბრამდე.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზირი 11.