აჰმეთ იეშილის ნამუშევრების გამოფენა

22 ივნისი 2013 – 01 ივლისი 2013

ხელოვნების მუზეუმი

2013 წლის 22 ივნისს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი უმასპინძლებს თურქი მხატვრის აჰმეთ იეშილის ნამუშევრების გამოფენას.

აჰმეთ იეშილი 1954 წელს დაიბადა თურქეთში, ქალაქ მერსინში. 1972 წელს მის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შემდგომ დაკავდა ფერწერით და საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია აღნიშნულ სფეროში. ავტორს დაახლოებით 81 პერსონალური და 279 ჯგუფური გამოფენა აქვს გამართული. მისი ნამუშევრები დაცულია როგორც თურქეთის, ისე საზღვარგარეთის სხავდასხვა მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში.

აჰმეთ იეშილი არის პლასტიკური ხელოვნების საერთაშორისო ასოციაციისა და ანკარის მხატვართა და მოქანდაკეთა გაერთიანების წევრი. ამჟამად იგი მოღვაწეობს თურქეთში, მის მშობლიურ ქალაქში მდებარე პირად სახელოსნოში.

ხელოვნების მუზეუმში დეგეგმილ ავტორის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მისი 40-მდე ფერწერული ნამუშევარი. გამოფენა გაგრძელდება 2013 წლის  1 ივლისამდე.

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ.1.